როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
ვერძი
მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. მაგრამ ცუდი ამინდის დროს ფეხით ნუ ივლით. როგორც გახასიათებთ ხოლმე, ბუზს სპილოდ ნუ გადააქცევთ, რის გამოც თქვენი ნერვული სისტემა დაზიანდება. აკონტროლეთ საკუთარი თავი და ემოციებიც. მიიღეთ დამამშვიდებელი პრეპარატები, ბალახების ნაყენი, თქვენზე კარგად იმოქმედებს მუსიკათერაპია. უპირატესობა კლასიკას ან ლირიკას მიანიჭეთ. გამონახეთ დრო და ჩაიტარეთ თირკმელების პროფილაქტიკური გამოკვლევა. გადახედეთ რაციონს და გამორიცხთ ზედმეტად მარილიანი და ცილოვანი საკვები. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, ნატურალურ წვენებს. ყოველდღიურად 20 ან 30 წუთი ივარჯიშეთ.
კურო
ორგანიზმი უნდა მოძლიეროთ, რომ ვირუსებსა და ინფექციებს გაუმკლავდეს. თვის დასაწყისში მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც რაიმეთი დაავადებულები არიან. განსკუთრებით სიფრთხილე გმართებთ მჭრელი საგნებისადმი. შუა თვეს ჩაიტარეთ კომპლექსური გამოკვლევა. კარგი კვლევა დაგეხმარებათ სწორი დიაგნოზის დასმაში და სწრაფ გამოჯანმრთელებაში. თვის ბოლოს გაუფრთხილდით კბილებს. მოერიდეთ გადამეტებულად ტკბილის ჭამს, შავი ჩაისა და ყავის სმას. მიიღეთ კალციუმით მდიდარი საკვები. კბილის ტკივილს ნუ მოითმენთ, მიმართეთ სტომატოლოგს.
ტყუპები
ახლობლების მიმართ მეტად პოზიტიური უნდა იყოთ. ცუდი მოშურნეებსაც კი არ უსურვოთ. საკუთარი ნეგატივით თავადვე დაზარალდებით. მეტი დრო გაატარეთ თქვენ მეგობრების (მხოლოდ, ვისთან ყოფნაც სიამოვნებას განიჭებთ) გვერდით. შუა თვეში გამოიკვლიეთ გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა. შეიძლება მომატებული ქოლესტერინის გამო შემწვარ, ცხიმიან საკვებსა და კვერცხზე უარის თქმამ მოგიწიოთ. თვის ბოლოს გამონახეთ დრო და გაიუმჯობესეთ თმის მდგომარეობა. შეგიძლიათ სილამაზის სალონს ეწვიოთ და ვარცხნილობა შეიცვალოთ და შეგიძლიათ ტრიქოლოგთანაც კი ჩაეწეროთ ვიზიტზე.
კირჩხიბი
ადრენალინის მოზღვავებას იგრძნობთ. შეიძლება სპორტის ექსტრემალურ სახეობებში მოგინდეთ საკუთარი თავის გამოცდა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით თვის დასაწყისში. უმჯობესია, დრო გამონახოთ ვარჯიშისა და ფინესისთვის. ჩაეწერეთ სპორტ დარბაზში.
თვის ბოლოს ყურადღება მიაქციეთ თირკმელებს. მოერიდეთ ალკოჰოლის, შაქრისა და მარილის გადაჭარბებით მიღებას. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. თბილად ჩაცმაც არ დაგავიწყდეთ. შეამცირეთ ისეთი საკვების მიღება, რამაც შეიძლება კუჭ-ნაწლავის სისტემა გაგიღიზიანოთ.
ლომი
თვის დასაწყისში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ბევრი იარეთ ფეხით, დაკავდით სპორტით, ისეირნეთ ველოსიპედით. კარგ შედეგს მოგიტანთ სპორტული ცეკვები. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა. ხშირად მოუსმინეთ შინაგან ხმას. თვის ბოლოს მეტი ყურადღება დაუთმეთ სუნთქვით პრაქტიკებს, გაიუმჯობესეთ სისხლის მიმოქცევა. ლიფტით ასვლას კიბეზე ფეხით ასვლა ამჯობინეთ.
ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, რელაქსაციას. ზომიერება გმართებთ ვარჯიშისას, რათა არ მიიღოთ ტრავმა. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა. გადახედეთ მენიუს, გაამდიდრეთ კალციუმით მდიდარი პროდუქტებით. სპორტდარბაზში თუ არა შინ გააკეთეთ ვარჯიშები, რომლებიც თქვენს ხერხემალს მეტ ელასტიკურობას შესძენს. თუ საჭირო გახდება, აიღეთ აუზის აბონემენტი და ჩაეწერეთ მასაჟისტთან ვიზიტზე. თვის ბოლოს შინ ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. უპირატესობა შინაურულ მეთოდებს მიანიჭეთ.
სასწორი
თვის დასაწყისში განწყობა გაგიუმჯობესდებათ, თვის ბოლოს ფიზიკურადაც მოძლიერდებით. მაგრამ მაინც უნდა მოერიდოთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას. ვარჯიშები ნელ-ნელა გაართულეთ. თვის ბოლოს უარი თქვით მეტიკამენტებით მკურნალობაზე, რათა არ გახდეთ მათზე დამოკიდებული. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, მკურნალობისთვის ხალხურ მეთოდებს მიმართეთ. სირთულეები არ გელით, მთავარია, ჰიპერტონიკებმა აკონტროლოთ თავი და წნევის ცვალებადობა. მოერიდეთ შორ მანძილზე მგზავრობას და მოგზაურობის დაწყებას.
მორიელი
მარტის დასაწყისში სერიოზული დაავადებები არ გელით. მოსალოდნელია აპათია, ესეც იმის გამო, რომ ზედმეტად გადაღლილი ხართ. სასურველია, ჩაეწეროთ ფიტნესზე, განაახლოთ სიარული სპორტ დარბაზში. შეამცირეთ სპირტიანი სასმელების მიღება, ალკოჰოლი აგრესიულს გაგხდით და გამორიცხული არაა, ნასვამმა ტრავმაც კი მიიღოთ. მოერიდეთ წვეულებებზე სიარულს, განსაკუთრებით, სადაც თქვენთვის უცხო ადამიანები იქნებიან.
შუა თვეში დაგროვილი საქმეებისა და ვალდებულებების გამო, მოგემატებათ თავის ტკივილი. იმისათვის, რომ მიგრენი ქრონიკულში არ გადაგეზარდოთ, მეტად დაისვენეთ, უქმეები სუფთა ჰაერზე, ბუნებაში, სასიამოვნო გარემოში გაატარეთ. სასურველ შედეგს მოგიტანთ ოჯახის წევრებთან ან სანდო მეგობართან (ვისაც ასეთად მიიჩნევთ), გულახდილი საუბარი.
მშვილდოსანი
თვის დასაწყისში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ ჯანმრთელობის მიმართ. შეიძლება თავი შეგახსენოთ ქრონიკულმა დაავადებამ. ამიტომ, წინასწარვე ჩაეწერეთ მკურნალ ექიმთან; ჩაიტარეთ მკურნალობის კურსი. თუ ინფექცია, ვირუსი ან გაცივება შემოგიტევთ, მოერიდეთ თვითმკურნალობას და ეცადეთ, "ფეხზე არ გადაიტანოთ" დაავადება.
შუა თვეში მეტი ყურადღება მიაქციეთ ძილს. არამარტო სიზმრებს, არამედ ძილის ხარისხსაც. თუ კარგად ვერ გამოძინებთ, ვერც საქმეებს შეასრულებთ სათანადოდ. ძილის წინ დასამშვიდებლად გამოიყენეთ ჟასმინის, ლავანდის ან კედრის ზეთი. ისინი დაგიმშვიდებენ ნერვულ სისტემას და მოგიხსნიან დაძაბულობას.
თვის ბოლოს სურვილი გაგიჩნდებათ, გარშემო მყოფები თქვენი პლასტიკურობით გააკვირვოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ ლათინური ცეკვები ან იოგა. ზოგიერთი სპორტულ შეჯიბრებებში გადაწყვეტს მონაწილების მიღებას.
თხის რქა
თვის დასაწყისში მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა ტრავმამ, ქრონიკულმა დაავადებამ. გართულებები რომ აირიდოთ, დაიწყეთ დროული კვლევა და მკურნალობა. ძველი მეთოდების პარალელურად შეგიძლიათ თანამედროვე მეთოდებასც მიმართოთ.
მარტის შუა პერიოდში შეიძლება გაგიმძაფრდეთ მოგონებები. მელანქოლია კი გადაღლილობაში გადაიზარდოს. ეცადეთ, არ ჩავარდეთ დეპრესიაში. სიტუაციიდან კარგი გამოსავალი იქნება ცოტა ხნით ქალაქგარეთ გამგზავრება. მხიარული ადამიანების გვერდით ყოფნა. მარტში მეტი დრო დაუთმეთ ყვავილების და ნერგების მოვალს, მცენარეებზე ზრუნვა განწყობას გაგიმჯობესებთ. შეგიძლიათ ცოცხალი ყვავილები შეიტანოთ ინტერიერის დიზაინშიც.
გაფრთხილდით, თვის ბოლოს არ აიკიდოთ ინფექცია. განეწყევთ, რომ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდომარეობა, აიმაღლოთ იმუნიტეტი. კარგ შედეგს მოგიტანთ ცურვა, იოგა. აგრეთვე სასარგებლო პროდუქტებით რაციონის გამრავალფეროვნება.
მერწყული
ჩვეულ დაავადებებს არატრადიციული მეთოდებითა და ხალხური მედიცინით უნდა შეუტიოთ. გირჩევთ, შეამციროთ ტელევიზორის ყურებისა და კომპიუტერთან მუშაობის დრო. თუ თავისუფალი წუთები გამოგიჩნდებათ, გაივარჯიშეთ სხეული. კარგია თვალების ვარჯიშის გაკეთებაც. გახსოვდეთ, რომ მიგრენის მიზეზი შეიძლება თვალების გადაღლაც კი იყოს. თვის მეორე ნახევარში გადახედეთ კვების რაციონს. მოერიდეთ ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებას, აგრეთვე, არ "დაჯდეთ" მკაცრ დიეტაზე. მარტში უნდა დაიწყოთ დილით ადრე ადგომა და სასურველია, მსუბუქი ვარჯიში.
თვის ბოლოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. გაგიუმჯობესდებათ როგორც მორალური, აგრეთვე ფიზიკური მდგომარეობა. გაგიუმჯობესდებათ იერიც. მარტი კარგი თვეა მავნე ჩვევებთან საბრძოლველად. ძალები საკმარისად გექნებათ და კარგ შედეგსაც მიიღებთ.
თევზები
რაც უფრო კარგ განწყობაზე იქნებით, მით მეტად იგრძნობთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. თუმცა, მაინც უნდა მოერიდოთ ვირუსითა და ინფექციებით დაავადებულ ადამიანებთან კავშირს, განსაკუთრებით, თუ შინ ბავშვები გყავთ. მარტის შუა რიცხვებში გადახედეთ კვების რაციონს. მოერიდეთ ან სრულიად შეამცირეთ ნახევარფაბრიკატების ჭამა. აგრეთვე, შეამცირეთ ის პროდუქტები, რომელთა ხარისხიც საიმედო არაა. თუ გრძნობთ, რომ მძიმე საკვები კუჭს გიღიზიანებთ, ცოტა ხნით უარი თქვით ხორცის მიღებაზე (ან შეამცირეთ მაინც). განსაკუთრებით, ახლა, მარხვის პერიოდში.
თვის ბოლოს მარტივად გათავისუფლდებით ყველა წყენისა და დარდისგან, რადგან მიხვდებით, რომ მათ კარგი არაფერი მოაქვთ თქვენს ცხოვრებაში. დაივიწყეთ ყველა უსიამოვნება, შიში, ტკივილი. ახლა ენერგიით უნდა აივსოთ და ცხოვრება მხრებში გამართულმა, თავაწეულმა გააგრძელოთ. ტრანსფორმაცია სულიერიც საჭიროა და ფიზიკურიც. ჩაეწერეთ იოგაზე, ციგუნზე. რაც შეეხება იმიჯს - თამამად შეიცვალეთ, ჩაეწერეთ სალონში, განაახლეთ გარდერობი.
წყარო