თეგებით ძიება

3 მარტის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. ძალიან კარგი დღეა თვითშეცნობისა და ინტუიციის განვითარებისათვის. განმარტოვდით, დაიმშვიდეთ აზრები, შეაღწიეთ საკუთარ თავში და მარტივად იპოვით გამოსავალს ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი. ყველა პასუხი თქვენშია, უბრალოდ აზრთა ქაოსის გამო გიჭირთ გარკვევა.

კურო. ამ დღემ შესაძლოა დიდი ცვლილებები მოგიტანოთ. უფრო მკაფიოდ ეს პირად ცხოვრებაში გამოვლინდება. მარტოხელა კუროებს გეძლევათ შანსი შეხვდეთ ადამიანს, რომელიც გადამწყვეტ როლს შეასრულებს თქვენს მომავალ ცხოვრებაში და შეიძლება თქვენი ურთიერთობა ქორწინებითაც კი დასრულდეს. დაქორწინებულ წყვილებს კი, პირიქით, რთული პერიოდი გელით, რომელიც გამოცდას მოგიწყობთ. სავარაუდოდ ბევრი წყვილის ურთიერთობა არ აღმოჩნდება გულწრფელი და გაყრაც მოსალოდნელია.

ტყუპები. ამ ნიშნის ყველა წარმომადგენელს მოდუნების დრო აქვს. თუ მთელი დღეების განმავლობაში შრომობთ, უბრალოდ, უნდა გამონახოთ ამ დღეს დრო ზარმაცობისთვის. წამოწექით დივანზე, წაიკითხეთ წიგნი ან უყურეთ ტელევიზორს.

კირჩხიბი. ვარსკვლევები გირჩევენ, დღეს განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ სხეულს დაუთმოთ. შეიარეთ სალონში: ჩაიტარეთ მასაჟი, გამაახალგაზრდავებელი პროცედურები, შეიცვალეთ ვარცხნილობა. საღამო აქტიურ დასვენებას დაუთმეთ. სექსით დაკავება დადებითად იმოქმედებს თქვენს ჯანრთელობაზე.

ლომი. ამ დღეს ჩვეულზე მეტი დაკვირვებულობა გმართებთ. უნდა აკონტროლოთ ყველა და ყველაფერი, რაც თქვენს გარშემო ხდება, როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში. საერთო დაძაბული ფონი უარყოფით მოვლენებს შეუწყობს ხელს.

ქალწული. შეეცადეთ დღეს სამსახურში არ წახვიდეთ, - სახლში დარჩით და დაგროვილ საქმეებს მიხედეთ. ჩაატარეთ გენერალური დალაგება ან მინი რემონტი. საღამოსთვის სადღესასწაულო ვახშამი მოამზადეთ და დაპატიჟეთ მშობლები. დიდი ხანია მათთან ერთად არ გისაუბრიათ და მოგონებებს არა მისცემიხართ.

სასწორი. ეს დღე აქტიური სამუშაოსთვისაა შექმნილი. თუ შემართებით იქნებით, ბევრის გაკეთებას შეძლებთ. დღეს მარტივად და სწრაფად გაართმევთ თავს პრობლემებს, რომლებიც თვეობით იყო გაწელილი. თუ საღამოსთვის რომანტიკული შეხვედრა გაქვთ დაგეგმილი, სავარაუდოდ ის ხელის თხოვნით დასრულდება.

მორიელი. კარგი დღეა თვითანალიზისა და საკუთარი თავის სრულყოფისათვის. განმარტოვდით, გამონახეთ დრო მედიტაციისა და განწმენდითი პროცედურებისათვის. მსუბუქად იკვებეთ და უარი თქვით ალკოჰოლზე. დღეს შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ მკურნალობის კურსს - პროცესი შეუფრხებლად წარიმართება, შედეგი კი მოლოდინს გადააჭარბებს.

მშვილდოსანი. დღევანდელი დღე ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. არ გაწყენდათ სპორტით დაკავება ან საცურაო აუზზე წასვლა. თქვენი პოტენციალი საქმეების მოგვარებისკენ მიმართეთ. მიმდინარე საქმეები არ გაგირთულდებათ.

თხის რქა. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების გადადება. იმოქმედეთ გადაჭრით და შემართებით, რათა შემდეგში დაკარგულ დროზე არ ინანოთ. მოსალოდნელია დაწინაურება სამსახურში იმ პირობით, თუ გამოიჩენთ სიბრძნეს, თავშეკავებასა და დიპლომატიას. ასევე მიაქციეთ ყურადღება თქვენი სხეულის მდგომარეობას. ეწვიეთ სპორტულ დარბაზს ან დილ-დლობით სირბილი დაიწყეთ.

მერწყული.
სწორედ დღეს გეძლევათ შესაძლებლობა ფრთები შეასხათ დიდი ხნის ოცნებას საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. ისარგებლეთ ამ შანსით.

თევზები. როგორც უნდა ეცადოთ, დღეს სამსახურში თქვენგან არაფერი ხეირი იქნება. უმჯობესია დასვენება ითხოვოთ და ეს დღე ოჯახთან ერთად გაატაროთ, ან მაღაზიებში გაიაროთ. საღამოს სახლში დარჩით და უყურეთ ტელევიზორს ახლობელ და საყვარელ ადამიანებთან ერთად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა