თეგებით ძიება

3 მარტის რჩევა: დღეს დაშვებული შეცდომა აუცილებლად წინ დაგხვდებათ

3 მარტის დღის დეტალურ ასტროლოგიურ პროგნოზს პორტალი "ფორტუნა" აქვეყნებს.

სამკაულს და სხვა ძვირფას ნივთებს გაუფრთხილდით. მსხვილი კაპიტალის დაბანდებას მოერიდეთ. მაღალია მოტყუების და შეცდომაში შეყვანის, ჭორების და ინტრიგების, დაცინვის და ქურდობის ალბათობა. იმოქმედეთ ყურადღებით, რადგან დღეს დაშვებული შეცდომა აუცილებლად წინ დაგხვდებათ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, აუქციონებისა და კონფერენციების მოსაწყობად, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად და კონფერენციების გასამართად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების განხორციელება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ბრონქებს და ფილტვებს.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა