თეგებით ძიება

კორონავირუსის ასტროლოგია

თემა, რომელსაც ყველაზე სათუთად ვუდგები და სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებდი ცალკე სტატიის მიძღვნას, მაგრამ იმდენად ხშირად მესმის შეკითხვა: „რაო, პლანეტებმა? გვეშველება რამე?“, რომ გადავწყვიტე, ცოტა უფრო სიღრმისეულად მემუშავა ამ პოსტზე. პირველ რიგში, ის უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი მიზანი არც არავისი შეშინებაა და არც დამშვიდება. არც ვირუსისგან თავის დაცვისა და მკურნალობის ტაქტიკას გაგიზიარებთ, ეს ექიმების პრეროგატივაა და მათ საქმეში ნამდვილად არ ჩავერევი. მე მინდა, ეს მოვლენები ასტროლოგიურად ავხსნა, გავავლო პარალელები, დავაკავშირო მოვლენები ერთმანეთთან და ასტროლოგიურ ჭრილში შევაფასო კორონავირუსის მოვლენა.

????დავიწყოთ იმით თუ რა არის კორონავირუსი⤵

????კორონავირუსი ვირუსის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს იწვევს ძუძუმწოვარებსა და ფრინველებში. ადამიანებში ეს ვირუსი ძირითადად რესპირატორულ დაავადებებს იწვევს, რომელთაგანაც ყველაზე ხშირი ჩვეულებრივი მსუბუქი ფორმის გაციებაა, იშვიათად გართულებული ფორმა და უფრო იშვიათ შემთხვევებშია შედეგი ლეტალური. გავრცელებული კორონავირუსის ოფიციალური სახელწოდებაა COVID-19. დასახელებაში 19 აღნიშნავს წელს, როდესაც ვირუსი აღიარეს. უფრო კონკრეტულად კი 2019 წლის 31 დეკემბერს მიიჩნიეს კორონავირუსი, როგორც ეპიდემია (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) და დაარქვეს სახელიც.
????მოდით, კორონავირუსი ასტროლოგიურ ჭრილში შევაფასოთ და ვნახოთ, როგორი იყო პლანეტების განლაგება 2019 წლის 31 დეკემბერს. სწორედ ამ თარიღით ავაგოთ რუკა და შევაფასოთ პლანეტარული ენერგია მუნდანური ასტროლოგიით - 31.12.2019, ჩინეთი, უჰანი, 12:00PM (დრო არ არის ზუსტი, ვინაიდან ეს ინფორმაცია არ არის ცნობილი).
✨სანამ პლანეტებზე გადავალთ, იქამდე გეტყვით, რომ მუნდანური ასტროლოგია ისტორიკოსების აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ძველი მიმდინარეობაა ასტროლოგიაში, რომელიც პოლიტიკური ასტროლოგიის სახელითაცაა ცნობილი. პლანეტების ნიშნებში მდებარეობებისა და მათი ასპექტების შესწავლის გზით ოდითგანვე იყო შესაძლებელი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ბუნებრივი მოვლენების, საფრთხეებისა და შესაძლებლობების პროგნოზირება. დღეს, 2020 წელს, როდესაც ძალიან დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, თეორიულ ცოდნასთან ერთად, ესა თუ ის ასტროლოგიური მოვლენა შეგვიძლია, დავაკავშიროთ უკვე გამოვლილთან და შეფასებებშიც უფრო ზუსტი და კონკრეტული ვიყოთ.

????ახლა რაც შეეხება COVID-19-ის „დაბადების დღეს“⤵

დავიწყოთ იმით, რომ 2019 წლის მარტიდან ურანი იმყოფება კუროში (2026 წლის აპრილამდე). ურანი იწვევს შოკს, მოულოდნელ ცვლილებებს ჩვენს ყოველდღიურობაში. თუ ჩავთვლით დედამიწას, როგორც ერთ მთლიან ორგანიზმს, დავინახავთ რამდენად ერთიანია ყველაფერი: პოლიტიკა, ეკონომიკა, ეკოლოგია, ჯანდაცვა, კომუნიკაციები და ა.შ. კორონავირუსის გამოჩენამ კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიო პანიკაში ჩააგდო, მათ შორის, ისეთ ქვეყნებიც, სადაც ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქრსირებულა. მკვეთრად შეიცვალა სიტუაცია მსოფლიო სავაჭრო ბაზარზე, გავლენა მოახდინა სავალუტო გაცვლით კურსებზე, ფასებზე, შეზღუდვები დაწესდა ტრანსპორტირებაზე, დაიხურა კომპანიები ან მათი ფილიალები და ა.შ. ურანმა თავისებური გავლენა უკვე მოახდინა და ეს სულაც არ არის გასაკვირი. თუ ისტორიას გადავხედავთ და გავიხსენებთ, რა მოვლენებთან გვქონდა საქმე ურანის კუროში ტრანზიტის დროს, აღმოვაჩენთ შემდეგს:
▪1935-1942 წლები - მეორე მსოფლიო ომი;
▪1851-1859 წლები - ქოლერას პანდემია, რომელმაც მხოლოდ რუსეთში მილიონამდე ადამიანი შეიწირა.

ეს მოვლენები ზუსტად ემთხვევა ურანის კუროში მოძრაობას.

????რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს⤵

????მზე იმყოფებოდა თხის რქაში, მერკურთან, იუპიტერთან და სამხრეთ კვანძთან ერთად. ამავე ნიშანში შეუერთდა ერთმანეთს სატურნი და პლუტონი. მერკური და იუპიტერი ორივე უკავშირდება მოგზაურობას, სამხრეთ კვანძი და სატურნი - შედეგებს, ხოლო პლუტონი - სიკვდილს (და მოგვიანებით, აღორძინებას). მოკლედ, ამ დაავადებას აქვს ასტროლოგიური ხელწერა, რომელიც სწრაფად გავრცელდება (მერკური) მთელ მსოფლიოში (იუპიტერი), გამოავლენს სისუსტეებს (სატურნი) და ფუნქციონირებს, როგორც ძლიერი კარმული გაკვეთილი (სამხრეთი კვანძი) სიკვდილის გზით (პლუტონი). მორიელში იმყოფებოდა ამ ნიშნის ტრადიციული მმართველი მარსი, რომელიც ვირუსის სიძლიერეს უსვამს ხაზს. მისი შეჩერება მარტივი არ არის, თუმცა ის არც დაუმარცხებელია. 2020 წლის დადგომისთანავე ზუსტ შეერთებაში იმყოფებოდა მთვარე/ნეპტუნი და მერკური/იუპიტერი, რამაც ვირუსის შიგნიდან გარეთ, გლობალურად გავრცელებას შეუწყო ხელი. ნეპტუნი, რომელიც საკუთარ მმართველობაში იმყოფება (თევზები), პირდაპირ კავშირშია დაავადებებთან და ვირუსებთან.

????ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სატურნისა და პლუტონის შეერთება, პლანეტების, რომლის მიმართაც ოდითგანვე ყველაზე ძლიერი იყო შიშის შეგრძნება. სატურნი წარმოადგენს საზღვრებს, სტრუქტურას, საძირკველს და უფლებამოსილებას. პლუტონი კი უკიდურესობებს, ომებსა და ცვლილებებს. როდესაც ისინი ერთდებიან, სატურნი უკიდურესობამდეა გადაყვანილი, ხოლო პლუტონის ზემოქმედება ხდება უფრო რეალური და მყარი. სატურნი პლუტონის მიერ "რადიოაქტიურად" გადაიქცევა, ხოლო პლუტონი ხდება უფრო მძიმე. ერთიანობაში რომ შევაფასოთ, ვიღებთ პლანეტარულ კომპლექსს, რომელიც ბრუნავს მძიმე პრობლემების გარშემო: აპოკალიპტიკური შიშები, სიძულვილი, ჩაგვრა... კორონავირუსი თავისი ბუნებით ზუსტად შეესაბამება ამ შეერთების თვისობრიობას. ის გამოვლინდა, ის რეალურია, ის წარმოქმნის აპოკალიპსულ ფსიქოზსა და პანიკას. მოდით, ისევ გადავავლოთ თვალი ისტორიას. თხის რქაში სატურნისა და პლუტონის შეერთება ბოლოს 1518 წელს გამოიარა მსოფლიომ. ამ წლის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან ყველაზე მეტად ე.წ. „ცეკვის ჭირის“ შემთხვევამ მიიქცია ჩემი ყურადღება.
????ამ მოვლენას ადგილი ჰქონდა ქალაქ სტრასბურგში (ელზასი, დღ. საფრანგეთი), 1518 წლის ივლისში. 400-მდე ადამიანი გაუჩერებლად ცეკვავდა რამდენიმე დღის მანძილზე, დაახლოებით ერთი თვის პერიოდში. ამ გაუჩერებელმა ცეკვამ გამოიწვია მათი ნაწილის სიკვდილი გულის შეტევის, ინსულტისა და დაქანცულობის გამო. ერთი-ერთი წყარო მიუთითებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჭირი კლავდა დაახლოებით თხუთმეტ ადამიანს დღეში, თუმცა, არსად გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი არ არის აღნიშნული.
????სატურნისა და პლუტონის შეერთება საკმაოდ მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა კაცობრიობისთვის. ეს შეერთება პრაქტიკულად გვამზადებს ახალი ცხოვრებისა და ახალი მიზნის მისაღწევად. გვინდა თუ არა, იძულებული ვართ კოლექტიურად ვიმუშაოთ. უნდა გამოვფიხზლდეთ და მოთმინებით გამოვიდეთ ემოციური ჩიხიდან როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დონეზე, გადავაფასოთ და განვაახლოთ ხედვები და ღირებულებები.
✨ამ ყველაფერთან ერთად წლის ბოლოს უკვე სატურნისა და იუპიტერის მერწყულში შეერთება იმას შეგვახსენებს, რომ მთავარი ერთიანობა, მეგობრობა, გაგება, ტოლერანტობა და ერთმანეთის გამტანობაა. ნუ გავაგზავნით ვირუსით დაავადებული ადამიანებისა და ქვეყნების მიმართ აგრესიასა და ნეგატიურ ენერგიას. ეს არის დრო, როდესაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ და მეტი პოზიტივი და ოპტიმიზმი გავაზიაროთ გარშემო. აუცილებელია ასევე პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა როგორც ვირუსით უკვე დაავადებული ადამიანების, ასევე ნებისმიერი ჩვენგანისგან. დროა, ვიზრუნოთ საკუთარ თავზეც და ერთმანეთზეც.

რაც შეეხება საქართველოს: თუ მთვარისა და ნეპტუნის ზუსტ შეერთებას უჰანში საქართველოზე გავუკეთებთ რელოკაციას, ვნახავთ, რომ ეს შეერთება მე-4 სახლში მოხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ვირუსი გამოიწვევს ჩვენი ყოველდღიური გეგმების შეცვლას, ძველებური რუტინიდან გამოსვლას და მოგვიწევს მეტი სიფრთხილის გამოჩენა. მე-6 სახლში მოხვდა ურანი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჯანდაცვას უმოკლეს დროში მოუწევს ხედვების, დამოკიდებულებებისა და ტაქტიკის შეცვლა. სატურნი-პლუტონის შეერთება მესამე სახლში კი პირდაპირ კეტავს საზღვრებს და ზღუდავს კომუნუნიკაციას. არ არის გამორიცხული დროებით შერჩერდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობაც. ამავე რუკაში ასცედენტი მორიელში და მარსი პირველ სახლში ხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძლიერი იქნება თვითგადარჩენის ინსტინქტები. ჩვენ უკვე ვნახეთ გაზრდილი მოთხოვნა და დეფიციტი პირბადეებზე და სავსე კალათები ჰიპერმარკეტებში პირველივე დაფიქსირებულ შემთხვევაზე. აქაც იგივე შემიძლია ვთქვა, ნუ ვიქნებით ზედმეტად ეგოცენტრულები - თუ აფთიაქში დარჩენილია 10 პირბადე, ნუ ვიყიდით ათივეს, გავიაზროთ, რომ იგივე საჭიროება სხვასაც ექნება. გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობა ვირუსთან ბრძოლის პროცესში და ვიზრუნოთ ერთმანეთზე.

✅მსოფლიოში COVID-19-ის შესაჩერებლად გადადგმული ნაბიჯებიდან მნიშვნელოვანი იქნება მარტის მეორე-მესამე კვირა, როდესაც სავსე მთვარე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნიშან ქალწულში გვექნება ოპოზიციით მზე/ნეპტუნის შეერთებასთან თევზებში და ჰარმონიული ასპექტებით მარსთან, იუპიტერთან და პლუტონთან. რა ფორმით მოხდება ვირუსთან ბრძოლა უფრო ეფექტური გზებით, ამისი თქმა რთულია, მაგრამ ალბათობა ძალიან დიდია, რომ მისი გავლენა ეტაპობრივად შესუსტდეს სწორედ მარტის მეორე ნახევრიდან.

☮ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს გისურვებთ!????
- - -
ასტროლოგი დავით ნიბლაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა