თეგებით ძიება

10 მარტის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. აქტიური, საინტერესო მოვლენებითა და ადამიანებით გაჯერებული დღე გელით. გუნდში შესაძლებელია წარმოიშვას განხეთქილებები, მაგრამ თუ მღელვარე რეაგირებას არ მოახდენთ, ყველაფერი თავისთავად მოგვარდება. საღამოს განმარტოვდით, მოდუნდით და დაფიქრდით მომავალზე.

კურო. თუ ადრე გრცხვენოდათ ან უბრალოდ არ გსურდათ გარშემომყოფთა შეწუხება თქვენი პრობლემებით, დღეს შეგიძლიათ თამამად მიმართოთ მათ დახმარებისათვის. ისინი სიხარულით დაგიჭერენ მხარს. ასევე ეწვიეთ სტომატოლოგს.

ტყუპები. სავარაუდოდ სადღეისო გეგმებს ასრულება არ უწერიათ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნუ წახვალთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში - ეს შეიძლება ცუდად დასრულდეს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ მიიღებთ ალკოჰოლს და ცხიმიან საკვებს.

კირჩხიბი. კეთილი, ბედნიერი დღე გელით. კარგი დღეა საკუთარი თავის შეცნობისა და სრულყოფისათვის. დაიტვირთეთ სასიამოვნო მოგონებებით. თქვენ შეძლებთ წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას და შერიგებას მათთან, ვისაც აწყენინეთ. დღეს წამოწყებული რომანტიკული ურთიერთობა ჰარმონიული და მყარი იქნება.

ლომი. ერთ-ერთი ყველაზე საშიში დღეა. დიდია ალბათობა ტრავმების მიღების, ავარიების ან კატასტროფებისა. თუ უკიდურეს სიფრთხილეს გამოიჩენთ, შეძლებთ უბედურების თავიდან აცილებას. არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებით შეფასება. უმჯობესია ყველაფერს მომზადებული შეხვდეთ. ყველაზე უარეს შემთხვევაში ნუ დაეცემით სულით და მხარდაჭერა აღმოუჩინეთ ახლობელ ადამიანებს. ამ დღის სიზმრები ასრულებადია.

ქალწული. თქვენი კარიერა წინ ვერ წაიწევს მანამ, სანამ დაწვრილებით ანალიზს არ მოახდენთ დაშვებულ შეცდომებსა და მარცხზე. სამაგიეროდ შეძლებთ სრულად მოახდინოთ შემოქმედებითი ნიჭის რეალიზება.

სასწორი. ხელსაყრელი დღე გელით იმ სასწორებს, რომლებსაც დღეისთვის უძრავი ქონების შეძენა ან დიდი ფინანსური გარიგებები გაქვთ დაგეგმილი. შესაძლოა დამაინტრიგებელი წინადადება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, შეეცადეთ კარგად დაფიქრდეთ ყოველ წვრილმანზე. უმჯობესია მთელი ენერგია სამუშაოს შესრულებაზე მიმართოთ - თქვენ დიდი წარმატება გელით. ერიდეთ კონფლიქტებს, მაგრამ არც წყენინების უფლება მისცეთ ვინმეს.

მორიელი. მთელი დღის განმავლობაში წვრილმანი უსიამოვნებები შეგემთხვევათ. ამიტომ, რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარეთ სახლს გარეთ. საღამოსკენ თავისა და სახსრების ტკივილებმა შეიძლება შეგაწუხოთ. კატეგორიულად გეკრძალებათ სექსი ქორწინების გარეშე.

მშვილდოსანი. ამ დღეს ერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. ისინი გარშემომყოფებთან ურთიერთობებს გაგირთულებენ. მოსალოდნელია სასიყვარულო ურთიერთობის გაღრმავება. გზაზე სიფრთხილე გამოიჩინეთ. არსებობს საშიშროება სხვადასხვაგვარი ტრავმების მიღებისა.

თხის რქა. წარმატებული დღე ელით მეწარმე და კომერსანტ თხის რქებს. ყველაზე სარისკო საქმეც კი წარმატებული აღმოჩნდება. შეეცადეთ ხელიდან არ გაუშვათ თქვენი შანსი. ზოგიერთმა ამ ნიშნის წრმომადგენელმა შესაძლოა ძველი, დიდი ხნის უნახავი მეგობრისგან შეტყობინება მიიღოს. სახლში სიმშვიდე და ურთიერთთანხმობა დაისადგურებს. არ დაგავიწყდეთ ახლობელი ადამიანების საჩუქრებით განებივრება.

მერწყული. შემოქმედებითი ენერგიით აღსავსე დღეა. შექმენით რაიმე ახალი, გარისკეთ, ისაუბრეთ უჩვეულო ადამიანებთან. თქვენ ბევრს მიაღწევთ თუ არ იზარმაცებთ და წვრილმანებზე არ მოცდებით. ფიზიკური ვარჯიშები კარგად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. წარმატებული პერიოდია რომანტიკული შეხვედრის, ნიშნობისა და დაქორწინებისათვის.

თევზები. ხელსაყრელი დღეა აქტიური მოქმედებებისათვის. შეეცადეთ სწორად განსაზღვროთ თქვენი ძალები, შესაძლებლობები და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ დასახული მიზნის მიღწევას. გარკვეული სახის ავანტიურა შეიძლება შემოგთავაზონ, მაგრამ კარგად დაფიქრდით, სანამ დათანხმდებით. მიაქციეთ ყურადღება ბავშვების აღზრდას, მათ გატაცებებსა და თანატოლებთან ურთიერთობებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა