თეგებით ძიება
12. 03. 2020 სპორტი

კორონავირუსის გამო NBA-ში საკალათბურთო სეზონი შეწყდა

მას შემდეგ, რაც „იუტა ჯაზის“ კალათბურთელს, რუდი გობერტს კორონავირუსი დაუდგინდა, NBA-ის ხელმძღვანელობამ სეზონის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რაც უკვე ხუთშაბათიდან ამოქმედდება და დაგეგმილი მატჩი საკრამენტოსა და ნიუ ორლეანს შორის გაუქმდება.
„NBA შეისვენებს, რათა განვსაზღვროთ შემდეგი ნაბიჯები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით“ - ნათქვამია აშშ-ს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ინფიცირებული კალათბურთელი დარბაზში არ იმყოფებოდა მაშინ, როდესაც მისმა პასუხებმა დაავადებაზე დადებითი აჩვენეს.

ამ დრომდე არ აკონკრეტებენ ვადებს, თუ როდის განახლდება თამაშები კალათბურთის ლიგაში. ჩემპიონატის ხელმძღვანელთა თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმ ვითარებაზე, რასაც მოიტანს პანდემიური ვირუსი ქვეყანაში.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა