თეგებით ძიება
12. 03. 2020 სპორტი

რეალ მადრიდის ფეხბურთელები კარანტინში არიან

ესპანური საფეხბურთო გუნდი რეალ მადრიდი კორონავირუსის გამო კარანტინშია. კლუბი ლა ლიგის მინიმუმ ორი რაუნდის მატჩებს გამოტოვებს.

ეს ხდება მას შემდეგ, რაც რეალ მადრიდის კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა, რომელიც სავარჯიშო დარბაზს ფეხბურთელებთან ერთად იყოფდა. ესპანურმა კლუბმა თავისი სპორტული ქალაქის ობიექტები უკვე დახურა.

"რეკომენდაცია იყო მოცემულია, რომ იზოლირებული ყოფილიყო როგორც საკალათბურთო, ისე საფეხბურთო გუნდი, რადგან ორივე მათგანი Ciudad Real Madrid სივრცეს იყოფდნენ", — ნათქვამია განცხადებაში.

ესპანეთში კორონავირუსის 2 277 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 55 ადამიანი გარდაიცვალა.


წყარო:On.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა