თეგებით ძიება

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ძალიან ყურადღებით ყოფნა გმართებთ. არსებობს საშიშროება ძველი დაავადების გამწვავებისა. არ ღირს ფულის გასესხება, სავარაუდოდ მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ. მხოლოდ იმ ადამიანებს შეგიძლიათ ასესხოთ, ვისაც სრულებით ენდობით. კეთილი სახელის შესანარჩუნებლად შეეცადეთ აფიშირება არ გაუკეთოთ საკუთარი შემოსავლის წყაროს. ერიდეთ ღამით მარტო სეირნობას.

კურო. დღეს სასარგებლო ნაცნობობის გაბმა ღირს, ის დიდ როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში. წარმატებული დღეა საოჯახო-საყოფაცხო საკითხების მოსაგვარებლად. სოჯახო საქმეების შესრულებისას, ფრთხილად იყავით - ტრავმის მიღების საშიშროება არსებობს.

ტყუპები. სული რომანტიკასა და სინაზეს მოგთხოვთ. ერთსაც და მეორესაც მათ შორის იპოვით, ვინც ყოველ დღე სახლში გეგებებათ სამსახურიდან დაბრუნებულს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ერიდეთ ექსტრემალური სპორტის სახეობებს.

კირჩხიბი. იყავით გაბედული და შეუპოვარი, იბრძოლეთ საკუთარი შეხედულებებისთვის და დაიცავით თქვენი გადაწყვეტილებები. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, ძველი კი - აუცილებლად დაასრულეთ. თუ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ შვებულებაში, დროა ის მოითხოვოთ. დღევანდელი დღე საინტერესო შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის განგაწყობთ, რისი შედეგებიც რაღაც უფრო მეტში გადაიზრდება.

ლომი. შეეცადეთ უფრო ყურადრებიანი და ეკონომიური იყოთ. შეიძლება თქვენთვის სრულებით არასაჭირო ნივთი შემოგატყუონ. ერიდეთ თაღლითებს.

ქალწული. თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა მოულოდნელი შემობრუნებები მოხდეს. რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. გადაწყვეტილების მიღებისას არ ღირს სიტუაციის სიღრმისეული ანალიზი. დაეყრდენით არა საღ აზრს, არამედ ინტუიციას. ასე მეტი შანსი გაქვთ შეცდომების თავიდან ასაცილებლად.

სასწორი.
ზებუნებრივი ძალები გმფარველობენ. თუ გარკვეული თანხის უძრავ ქონებაში დაბანდება გადაწყვიტეთ, ეს სწორედ დღეს უნდა განახორციელოთ. შესაძლოა საქმიან მივლინებაში გამგზავრება მოგიხდეთ. არ ღირს ჯანრმთელობაზე კონტროლის დაკარგვა თუ ქრონიკული დაავადება გაწუხებთ.

მორიელი. სამსახურში და ბიზნესში, ასევე ფულთან მიმართებაში დიდი სიფრთხილე გმართებთ - პატარა უზუსტობაც კი შეიძლება ძვირი დაგიჯდეთ. გარდა ამისა, თქვენს გარემოცვაში არსებობს ადამიანი, რომელიც ძალიან ბოროტი და ფარისეველია. მისი ნამოქმედარით შეიძლება ფინანსურად ძალიან დაზარალდეთ.

მშვილდოსანი. მშვილდოსნებისთვის დღევანდელი დღე ხელსაყრელი იქნება. დილიდანვე შექებას ელოდეთ ხელმძღვანელებისგან. საღამოს რომანტიკული განწყობა მთლიანად დაგიპყრობთ.

თხის რქა. დღეს შეგიძლიათ წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ, გაისტუმროთ ვალები, აპატიოთ მწყენინებლებს და მაშინვე მშვიდად და კარგად იგრძნობთ თავს. არაფერია სულიერ სიმშვიდეზე უკეთესი. თავი შეიკავეთ შენაძენებისგან, რადგან თუ დაიწყებთ, ძნელი იქნება გაჩერება.

მერწყული. საკუთარ ჯანმრთეობაზე ზრუნვა გმართებთ. არსებობს სხვადასხვა სახის დაავადებების რისკი. ვარსკვლავები გრჩევენ ერიდოთ ხმაურიან შეკრებებსა და წვეულებებს. ხელსაყრელი დღეა ხორციელ ვნებებთან საბრძოლველად. ამ დღის სიზმრები ზუსტად ერთ კვირაში აგისრულდებათ.

თევზები. კრიტიკული დღეა. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს დღეს ბოროტებასთან ან ღალატთან შეჯახება მოგიწევთ. დილიდანვე თავბრუს დაგახვევთ უამრავი საქმე. შეეცადეთ ერიდოთ კონფლიქტებს ხელმაღვანელებთან და პარტნიორებთან. ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ სახლის საქმეები, მაგრამ მაინც შეეცადეთ გამოყოთ დრო მშობლებისა და ბავშვებისათვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა