თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

უთხარით ყველას, სადილი უფასოა, გიმასპინძლებთ გემრიელი კერძებით – რესტორნის მფლობელი მოქალაქეებს ეპატიჟება

თბილისში, წინამძღვრიშვილზე მდებარე რესტორნის მეპატრონე, თამუნია მექერიშვილი, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს.

იგი მოქალაქეებს უფასო სადილს სთავაზობს.

„როგორც იცით დროებით დაკეტილი მაქვს რესტორანი, რომელიც სულ ახალი გახსნილია. მართალია პროდუქტების დიდი მარაგი არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს გავუზიარებთ ჩვენს მოქალაქეებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც უკიდურესად უჭირთ. მე, ჩემი ევროპელი შეფმზარეული, ამერიკელ საქმიან პარტნიორთან ერთად მზად ვართ ვემსახუროთ ადამიანებს და ჩვენს პატარა სამშობლოს. სრულიად უანგაროდ!!!

30 მარტს დღის ორი საათიდან დარიგდება უფასოდ! ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის ცხელი და გემრიელი კერძები.

30 მარტი ვორონცოვი. მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია. წინამძღვრიშვილის 14.

დავიცავთ შესაბამის სადენზინფექციო ინსტრუქციებს. ერთად გადავარჩინოთ ყველას სიცოცხლე! გთხოვთ, არ დამიწეროთ რომ კეთილი ვარ. არა არ ვარ. ეს უბრალოდ ყველა ადამიანის ვალია… იხსნას საკუთარი სიცოცხლე და გადაარჩინოს სხვისიც.

გ ე ლ ო დ ე ბ ი თ ! უთხარით ყველას…. სადილი უფასოა!“,- წერს თამუნა მექერიშვილი.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა