თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ორმა პირმა დატოვა

ამ დროისთვის კლინიკიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სულ ხუთი პირია გაწერილი.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ საავადმყოფო კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა ადამიანმა დატოვა.
ეზუგბაია ამბობს, რომ ამ დროისთვის კლინიკიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სულ ხუთი პირია გაწერილი.

აღსანიშნავია, რომ ეზუგბაიას მიერ ნახსენები ორი პირი იმ ხუთ ახალ გამოჯანრთელებულთაგან არის, რომელთა შესახებ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ განაცხადეს.

რაც შეეხება კიდევ სამ გამოჯანმრთელებულს, მარინა ეზუგბაიას თქმით, ვინაიდან მათ პნევმონია აღენიშნებოდათ, ისინი კლინიკაში დამატებითი კვლევებისთვის დატოვეს. მათ სავარაუდიოდ დღეს გაწერენ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა