თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

"კლინიკური ნიშნების შემოწმების შემდეგ, შესაძლოა, დღეს კიდევ 3 პაციენტი გაეწეროს" - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ შესაძლოა, დღის განმავლობაში კლინიკა კიდევ 3-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს.

ეზუგბაიას განმარტებით, სამი პაციენტი, რომლის გამოწერასაც დღეს ვარაუდობენ გამოჯანმრთელებულია, მაგრამ მათ ჰქონდათ პნევმონიის ნიშნები, ამიტომ დღეს მათ კლინიკურ მონაცემებს შეაფასებენ და თუ ყველაფერი რიგზე იქნება, ისინიც დატოვებენ ცენტრს.

"საქართველოში დადასტურებული 54 პაციენტიდან 35 ჩვენთან იმყოფება, 19 კი სხვა 5 დაწესებულებაში. წინა დღეებში 3 პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. გუშინ კიდევ 5 პაციენტს განმეორებითი უარყოფითი ტესტი მოუვიდა. 2 მათგანი უკვე გაეწერა, 3 პაციენტი კი დღეს კლინიკურად შეფასდება და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, დღის განმავლობაში გაეწერებიან. გუშინ 12 ახალ პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და 12-ვეს პასუხი უარყოფითი იყო. დღეს კიდევ 6 ახალ პაციენტს ჩავუტარებთ კვლევას", - განაცხადა ეზუგბაიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა