თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

"გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და არ დავაზიანოთ ერთმანეთი" - ნიკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს

ამირან გამყრელიძის შვილი, ნოკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებას და სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.

იგი ამბობს, რომ ჩვენი როგორც საზოგადოების ვალდებულებაა, ამ შემთხვევაში გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი.

„ჩვენი როგორც საზოგადოების ვალდებულებაა ამ შემთხვევაში გავუფთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი.

გაუფრთხილებლობით შეიძლება უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი).

ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის – სოციალური დისტანცირება.

ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია უკლებლივ ყველასთვის მიუხედავად სატატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა, აბსოლიტურად ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. მხოლოდ ასე შევძლებთ ამ გამოწვევის დაძლევას" – წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7-მარტს დაუდასტურდა. ,მას ინფექცია ე.წ. იტალიის კლასტერიდან გადაედო .


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა