თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

პირები, ვინც არ არიან მარნეულის მცხოვრებლები, მაგრამ გამკაცრებული ზომების გამო დარჩნენ მუნიციპალიტეტში, ორი კვირის განმავლობაში იქნებიან ადგილზე

ის პირები, ვინც არ არიან მარნეულის რაიონის მცხოვრებლები მაგრამ გამკაცრებული ზომების გამო დარჩნენ მარნეულში, ორი კვირის განმავლობაში იქნებიან მარნეულში.

მთავრობის გადაწყვეტილება მედიას მარნეულში ჩასულმა სოზარ სუბარმა გააცნო.

პრემიერის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში ამბობს, რომ ყველა მოქალაქე ვინც ამ დროისთვის მუნიცილიტეტშია, დარჩება ადგილზე.

„ყველა მათგანი დარჩება ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში. მათი გადაყვანა არსად არ მოხდება. ამის თვის არის დაკონტრაქტებული რამდენიმე სასტუმრო, საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სასტუმრო დაკონტრაქტდება და ისინი დარჩებიან აქ ორი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, სატრანზიტო მოძრაობა ტვირთებდან დაკავშირებით არის უპრობლემო ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რომელიც საქართველოს გავლით გავლით აპირებენ სხვა ქვეყანაში მოხვედრას ამ შემთხვბევში მათი გაცილება საპატრულო პოლიციის მეშვეობით ხდება.

ანუ მათ არ აქვთ უფლება დატოვონ მანქანა ერთი წუთითაც კი.

"კრიტიკული საჭიროების მქონე ადამიანები, ექიმები, ან პაციენტები, რომელთაც ოპერაცია აქვთ ჩასატარებელი ან ქიმია გასაკეთებელი, სრული წესების დაცვით მიდიან და ბრუნდებიან უკან ისე, რომ მათ სხვაგან არ უწევთ კონტაქტი. ადგილობრივი მცხოვრებელების შეყვანა არ ხდება შიგნით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

როგორც სუბარმა თქვა, გაჩერებულია კომპანია „არემჯის“ მუშაობა.

„იმისთვის, რომ არ მოხდეს ეკოლოგიური კატასტროფა, ამისთვის საჭიროა სპეციალისტის შეყვანა, ამიტომ ბუნებრივია, მისი შეყვანა ხდება, ასევე ის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა შესვლაც აუცილებელია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა