თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

”მე მას ვეთანხმები ყველაფერში და მზად ვარ დავეხმარო, მზად ვარ დავალებები შევასრულო ბატონო გახარია თქვენი” – ნიკა გვარამია

პრემიერ-მინისტრის საგანგებო ბრიფინგს და მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამოცხადებას, “თავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია გამოეხმაურა და გახარიას მხარდაჭერას გამოუცხადა.

იგი აცხადებს, რომ მზადაა პრემიერის პრემიერს დაეხმაროს და ყველა დავალება შეასრულოს. გვარამიას თქმით, ეს არის ერთპარტიული ბრძოლა ვირუსთან.

“მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, მე ჩემი დასკვნები მაქვს. მე არავის ვუყურებ. მე მას ვეთანხმები ყველაფერში და მზად ვარ დავეხმარო. უბრალოდ ეს მზაობა არავის არ აინტერესებს. ეს ის შემთხვევაა, რომ ერთპარტიული ბრძოლა გვაქვს ვირუსთან. ჩვენ ყველანი მზად ვართ დაგეხმაროთ. მზად ვარ დავალებები შევასრულო ბატონო გახარია თქვენი, მეტი რა გითხრათ” – აცხადებს გვარამია.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. ამ მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს შინაგან საქმეთა სამინისტრო. პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა