თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში ევროკავშირის ნაცვლად რუსეთი აღმოუჩენს სამედიცინო დახმარებას- პუტინი სამხედრო თვითმფრინავებს აგზავნის

ვლადიმერ პუტინი დაპირდა იტალიის მთავრობას, რომ დახმარებას აღმოუჩენს კორონავირუსთან ბრძოლაში. ამის შესახებ იუწყება ადგილობრივი მედია. პრეზიდენტმა არსებული სიტუაცია განიხილა იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯუზეპე კონტესთან ერთად. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, დახმარება იქნება მასშტაბური და ძალზე სწრაფი- პუტინის გადაწყვეტილებით გაიგზანება სამხედრო სპეციალისტების, ეპიდემიოლოგების, სამედიცინო მუშაკების 8 მობილური ბრიგადა, რომლებიც იტალიელებს ყველაზე დაზარალებულ რეგიონებში დაეხმარებიან.

გაცხადებული ინფორმაციით, რუსეთი „პარტნიორ“ ქვეყანას სასუნთქ აპარატებს, აეროზოლურ სადეზინფექციო საშუალებებსა და სხვა აღჭურვილობებს მიაწვდის. ზემოხსენებული სისტემების მიწოდება და სამედიცინო ჯგუფების გადაყვანა თავდაცვის სამინისტროს ხაზით მოხდება- Ил-76-ის ტიპის 9 თვითმფრინავით და თავდაცვის უწყების 100 თანამშრომლის თანხლებით ჩაიტანენ ტვირთს იტალიაში. რუსულ სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიებში აცხადებენ, რომ ყველაზე მძიმე სიტუაციაში იტალია ევროკავშირმა და ნატომ მიატოვეს და სწორედ ამ დროს გამოჩნდა რუსეთი იტალიელების დასახმარებლად.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა