თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

ბილ გეითსმა დაასახელა დრო, როდესაც დაუბრუნდებიან ჩვეული ცხოვრების რიტმს სახელმწიფოები, რომლებიც კორონავირუსის გამო დაზარალდნენ

ამერიკელმა მილიარდერმა და კომპანია “MICROSOFT”-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა სახელმწიფოებისთვის კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ ზიანზე ისაუბრა. მისი თქმით, ეფექტური უსაფრთხოების ზომების მიღების შემთხვევაში, ქვეყნები შეძლებენ მკაცრი იზოლაციის დასრულებას და ცხოვრების ჩვეულ რიტმში აღდგენას.

დასმულ შეკითხვაზე თუ როგორ განვითარდება კორონავირუსის შედეგად კრიზისი, ბილ გეითსმა უპასუხა, რომ ეს საკითხი დამოკიდებულია ბევრ სახელმწიფოზე- სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მაჩვენებელი იქნება. ჩინეთში ახლა ძალინ ცოტა შემთვევა ფიქსირდება, იმიტომ რომ ტესტირებას ატარებენ და ძალიან ეფექტიანად „დაიხურნენ.

"თუ სახელმწიფო ტესტირების და „დახურვის“ მხრივ კარგ სამუშაოს გაატარებს, 6-10 კვირაში ცოტა შემთხვევა ექნებათ და ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან“, - განაცხადა 97 მილიარდის მფლობელმა ამერიკელმა ბიზნესმენმა შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ბილ გეიტსმა 100 მილიონი დოლარი გამოყო.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა