თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

"ინფექციური საავადმყოფოს კიდევ 12 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა" - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ გუშინ კორონავირუსზე ტესტი კლინიკაში მყოფ 12 პაციენტს ჩაუტარდა. მისი თქმით, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დილის მონაცემებით, ანალიზს კიდევ ექვს პაციენტს აუღებენ და შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„გუშინ ჩატარდა ორ ეტაპად 12 პაციენტზე კვლევა და ყველა მათგანის პასუხი უაყოფითი იყო. დღეს დილისთვის ექვს პაციენტზე უნდა ჩატარდეს კვლევა, თუ ნაცხის აღების პროცესში მოხდა პაციენტების შემომატება, ისინიც დაემატებიან“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათგან ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა. კარანტინის რეჟიმშია 3 320 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 235.

ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კი გუშინ მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა