თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

OneWeb-მა მსოფლიოს ყველა მცხოვრების ინტერნეტით უზრუნველსაყოფად კოსმოსში 34 თანამგზავრი გაუშვა

ბრიტანულმა კომპანია OneWeb-მა კოსმოდრომ "ბაიკანურიდან" კოსმოსში თანამგზავრების მორიგი პარტია გაგზავნა, რომელთა მიზანიც მსოფლიოს გლობალური ინტერნეტკავშირის შექმნაა. რაკეტა "Союз"-მა გუშინ დედამიწის ორბიტაზე 34 სპეციალური აპარატი გაიყვანა.
სტარტაპ OneWeb-ის იდეა დედამიწის ინტერნეტკავშირით სრული დაფარვაა. ამ ინტერნეტმა უნდა მოიცვას არა მარტო ღაროიბი ქვეყნები, არამედ ისინიც, სადაც ინტერნეტზე ცენზურაა დაწესებული. პროექტის დასრულებისას დედამიწის ყველა მცხოვრებს შეეძლება მინიმუმ 10 ტერაბაიტ წამში სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობა. პროექტის სპონსორები არიან Airbus Group, Virgin Group, Coca-Cola, Qualcomm Inc. და სხვ.

ამ გეგმის განხორციელებისთვის კოსმოსში 600 თანამგზავრი უნდა გაიგზავნოს და პარალელურად ორბიტაზე 60 სარეზერვო აპარატიც უნდა იმყოფებოდეს. დღეისთვის კოსმოსში 74 თანამგზავრია გაშვებული.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა