თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

" წინ კიდევ გველოდება უფრო რთული პერიოდი"- მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა იწყება

მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა იწყება.
მთავრობის ადმინისტერაციაში უკვე მივიდა დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, ქვეყანა პრეკრიზისულ ფაზაში შევიდა და წინ კიდევ უფრო რთული, კრიზისული ვითარებაა მოსალონდელი.

"შევედით პრე კრიზისულ ფაზაში, მაგრამ წინ კიდევ გველოდება უფრო რთული პერიოდი, ეს არის კრიზისული პერიოდი, სადაც უფრო მეტი იქნება როგორც დაფიქსირებული, ასევე დაუფიქსირებელი შემთხვევები კორონავირუსით ინფიცირების. დღეს უკვე გვაქვს შემთხვევა, რომლის ეპიდ მისამართი არის რთული დასადგენი. ამიტომ, მთავარი რეკომენდაცია - თქვენს ხელსაა ბერკეტი, რომ აიცილოთ ეს საშიში ინფექცია, დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა და დაიცვათ სხვების ჯანმრთელობა. ხშირად დაიბანეთ ხელი, სოციალური დისტანცირებაა მთავარი იარაღი, მოერიდეთ ახლო კონტაქტებს. თუ ვინმეს აღენიშნება კლინიკური გამოვლინებები ტემპერატურა ან სხვა რაიმე გამოვლინება უჩვეულო, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. დაიცავით წესები, რომ ავიცილოთ ეს მასშტაბური საფრთხე," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა