თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

COVID 19-ზე ტესტი ჩაუტარდება პირს, რომელიც ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში იმყოფებოდა - ინფორმაცია ბოჭორიშვილის კლინიკიდან

ბოჭორიშვილის კლინიკაში ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა და კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის მქონე სამი პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი ამბობს, რომ ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ირკვევა, ექვს პაციენტს ანალიზისთვის ნაცხს დღეს აუღებენ.

"სამი ინფიცირებული არის ერთი ოჯახის წევრი და მათთან შემხებლობაში მყოფ კიდევ ერთ პირთან, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, დაფიქსირდა მაღალი ტემპერატურა და დღეს ჩაერთვება კვლევაში“ ,- აცხადებს მაკა სოლოღაშვილი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა