თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

კორონავირუსის სიმპტომებით ბათუმის ინფქციურში უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიყვანეს - როგორ მოხვდა მოქალაქე საკარანტინე ზონის გვერდის ავლით "ჰილტონში"

ბათუმში სასტუმრო "ჰილტონი" მეორე დღეა დაკეტილია. გარცელებული ინფორმაციით, მიზეზი სასტუმროდან კორონავირუსის სიმტომებით ბათუმის ინფქციურ საავადმყოფოში გადაყვანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე მაღალი ტემპერატურით კლინიკაში უკვე გადაიყვანეს და მისი ანალიზის პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

"მთავარის" ინფორმაციით, მოქალაქე სავარაუდიდ რუსი მფრინავია.

უცნიბია, როგორ აღმოჩნდა სავარაუდო ინფიცირებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ბათუმში, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით საქართელოს საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩაკეტილია.

საერთო ჯამში საეჭვო სიმპტომებით ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 6 პირია მოთავსებული, არსებული ინფორმაციით, მათგან 5 პირი საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს, ხოლო ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე პირი სასტუმრო "ჰილტონიდან".

ინფქციურ საავადმყოფოში გადაყვანილი პირის ეროვნების შესახებ კიდევ ერთი ინფორმაცია ვრცელდება. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ჰილტონიდან ავსტრიელი პილოტი გადაიყვანეს და არა რუსი ეროვნების.

როგორც ამბობენ, მამაკაცი დღეს დილით მაღალი ტემპერატურის გამო ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.

როგორ მოხვდა უცხო ქვეყნის მოქალაქე საკარანტინე ზონის გვერდის ავლით სასტუმროში ამაზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში პასუხი არ აქვთ და უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. კომენტარი არ გაკეთებულა "ჰილტონში", სადაც აბრაა გამოკრული, რომ სასტუმრო კლიენტებს არ ემსახურება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა