თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვები იზღუდება - ჩიქოვანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქალაქთაშორისო მატარებლებით გადაადგილებაც იზღუდება.

მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვები დღეს საღამოდან ამოქმედდება.

„საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული დამატებითი გადაწყვეტილებები და ეს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას გულისხმობს. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე. ამიტომ ვზღუდავთ ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვებს და ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღის ბოლოს“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა