თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

იმნაძე მარნეულის შემთხვევაზე: "კონტაქტში მყოფი ყველა პირი დადგენილია"

მარნეულში მცხოვრები ქალის, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ახლო კონტაქტების ვინაობა დადგენილია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ კონტაქ ტების რაოდენობამ 90-ზე მეტი პირი შეადგინა. პაატა იმნაძის თქმით, მათგან სამს უკვე ჩაუტარდა ტესტი, რამაც უარყოფითი შედეგი აჩვენა.

"ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი დადგენილია, ეს არის 90-ზე მეტი ადამიანი. ისინი ყველანი იმყოფებიან იზოლაციაში და მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. თუ ვინმეს სიმპტომები აქვს, რა თქმა უნდა, ჩაუტარდებათ გამოკვლევა და გარდა ამისა, სამი არის უარყოფითი, რომელიც გამოიკვლიეს მარნეულის შემთხვევასთან დაკავშირებით," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა