თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

\'\' სახელმწიფო არ განახორციელებს რაიმე სახის სუბსიდირებას, ავიაკომპანია, რომელიც ამ რეისებს შეასრულებს\'\'- თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინსისტრის ნათია თურნავას განცხადეით, „ჯორჯიან ეარვეისს" გასაყიდ ბილეთებს კონკრეტული ფასი დაუწესდება და ხელმისაწვოდომ ფასად გაიყიდიება. მისივე განმარტებით \'\'ჯორჯიან ეარვეისის" მიერ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს არ დაასუბსიდირებს. მოქალაქეების ჩამოყვანა კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციის ზომების დაცვით განხორციელდება.

„ჩვენ დავასრულეთ ყველანაირი მოლაპარაკება და ძალიან მარტივია ჩვენი გადაწყვეტილება. ვიმყოფებით საგანგებო ვითარებაში, ყველა კომპანია კანონითაც და პატრიოტული მოწოდებითაც კი ვალდებულია შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასა და კორონავირუსთან შეუფერხებელ ბრძოლასთან. მათ შორის ავიაკომპანიებიც. კვირაში ორი ჩარტერული რეისი შესრულდება, სახელმწიფო არ განახორციელებს რაიმე სახის სუბსიდირებას, მაგრამ ავიაკომპანია, რომელიც ამ რეისებს შეასრულებს, მკაცრადაა გაფრთხილებული, რომ მისაღები ფასები უნდა იყოს ბილეთებზე. ჩვენ ამ ფასების მაქსიმალურ ზღვარს ვაწესებთ. ასევე გაფრთხილებულია, რომ თანამემულეების ჩამოყვანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესების დაცვით უნდა მოხდეს. ავიაკომპანიისგან მიღებული გვაქვს დასტური, რომ ამას ყველაფერს დაემორჩილებიან, იმიტომ რომ ესაა მოცემულობა", - განმარტა თურნავამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა