თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

ტანსაცმლის ძვირადღირებული ბრენდები- BALENCIAGA, SAINT LAURENT და GUCCI პირბადეების წარმოებას იწყებენ

ტანსაცმლის ძვირადღირებული ბრენდები , “SAINT LAURENT” და “BALENCIAGA” კორონავირუსის კრიზისით შექმნილი დეფიციტის ფონზე, იწყებენ პირბადეების წარმოებას.

KERING-ი, ფრანგული მრავალეროვნული კორპორაცია და კონგლომერატი, რომელიც მდებარეობს პარიზში და აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა გუჩი, სენტ ლორენი, ბალენსიაგა, ალექსანდერ მაქუინი, ბოტეგა და ა.შ, დაიწყებს ნიღბების წარმოებას თავის საამქროებში, როგორც კი საკმარისი რაოდენობის საქსოვი მასალა იქნება მიწოდებული ზემოხსენებული კომპანიებისთვის.

კომპანიის თქმით, საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებას გადაეცემა 3 მილიონი პირბადე, რომელიც kering-მა შეისყიდა ჩინეთში. გაცხადდა ინფორმაცია აგრეთვე, რომ კომპანია გუჩი 1.1 მილიონ ნიღაბს და 55 000-მდე სამუშაო ხალათს გადასცემს იტალიის ჯანმრთელობის სამინისტროს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა