თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

მარნეულიდან გადმოყვანილი 80 წლის კაცი მძიმე მდგიონმარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

მარნეულიდან გუშინ გადმოყვანილი კიდევ ერთი პაციენტია მძიმე მდგომარეობაში — რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე ამბობს, რომ მამაკაცს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია.

მისი თქმით, პაციეტი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამ ეტაპზე უცნობია, არის თუ არა ის COVID-19-ით ინფიცირებული.

შეგახსენებთ, გუშინ, 22 მარტს მარნეულიდან თბილისში გადმოიყვანეს წელს გადაცილებული ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ შემთხვევას მოჰყვა მარნეულისა და ბოლნისის კარანტინად გამოცხადება და რაიონების ჩაკეტვა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა