თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

თურქეთში კორონავირუსზე ინფორმაციის გავრცელებისათვის 7 ჟურნალისტი დააკავეს - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს (RSF) ინფორმაციით, თურქეთში 7 ჟურნაკისტი დააკავეს. მათ ბრალად კორონავირუსის შედეგად გარდაცვალებისა და ახალი დაინფიცირებულების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და პანიკის გავრცელება ედებათ.

„ერთი კვირის განმავლობაში ანტალიაში, ქოჯაელსა და ბართინში შვიდი ჟურნალისტი დააკავეს გარდაცვალების ან დაინფიცირების ახალი შემთხვევების გამოაშკარავებისთვის. მათ „პანიკის გავრცელების“ ბრალდება წაუყენეს. ადგილობრივ ჟურნალისტებს ეკრძალებათ მსგავსი შემთხვევების გამოაშკარავება და ჩამორთმეული აქვთ გადამოწმების საშუალებები“, – წერს RSF.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა