თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას წლები დასჭირდება - რა გეგმას სთავაზობს OECD მსოფლიოს ქვეყნებს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) ხელმძღვანელმა ანხელ გურიას განცხადებით, მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის წრაფი აღდგენა Covid-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა. მისი აზრით, ამას წლები დასჭირდება,

გურიას მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ზარალმა უკვე გადააჭარბა 2008 წელს გლობალური საფინანსო კრიზისისა და 2091 წლის 11 სექიემბრის ტერაქტებით გამოწვეულ კრიზისს.

"ჩვენ არ ვიცით, რა თანხები დასჭირდება უმუშევრობასთან ბრძოლას, რადგან არ ვიცითმ რამდენი დაკარგავს სამუშაოს. არც ის ვიცით, რამდენი დასჭირდება ასობით ათასი საშუალო და მცირე საწარმოების რეანიმაციას, რომლებიც უკვე დაზრალდნენ," - აცხადებს გურია.

23 მარტის მდგომარეობით, მსოფლიო საფონდო ბაზრები კვლავ კრიზისშია, ნავთობის ფასი ისევ 26 დოლარზე დაბლა დაეცა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს უარი თქვან საბიუჯეტო ეკონომიკის წესებზე, რათა გამოთავისუფლებული თანხები კორონავირუსის დამარცხებას მოხმარდეს.

OECD-ს ექსპერტების განცხადებით, მსოფლიოს მსხვილ ეკონომიკებს რეცესიის პროცესი ემუქრება. ტექნიკურად რეცესიის ფიქსირდება მაშნ, როდესაც ზედიზედ 2 კვარტლის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაა.

"ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ თუ იანვრის ბოლოსთვის ეკონომიკის განვითარების მოსალოდნელი გრაფიკი ასო V-ს სახით გამოიხატებოდა, ახლა ის უფრო ასო U-ს ფორმას იძენს. და არავინ იცის, რა სიგრძის იქნება ამ ასოს ქვედა ხაზი. მეტიც, ჩვენ სასწრაფოდ უნდა გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რომ გრაფიკი ასო L-ს არ დაემსგავსოს.

OECD მსოფლიოს მთავრობებს "ანტიკორონავირუსული გეგმის საკუთარ, ოთხპუნქტიან გეგმას სთავაზობს:

1. უფასო ტესტირება

2. ექიმებისა და მედპერსონალის ყველა აუცილებელი აპარატურითა და პირადი დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა.

3. ყველა მოსამსახურესთვის, მათ შორის თვითდასაქმებულებისთვის, ნაღდი ფულადი ანაზღაურების გადახდა.

4. საგადასახადო "არდადეგების" დაწესება.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციაში 36 მაღალგანვითარებული სახელმწიფო შედის, რომლების წილიც მსოფლიოს ეკონომიკაში ჯამში 80%-მდეა. რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი არ არის.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა