თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

"ჩემი ინფორმაციით ტიკარაძეს სწრაფი ტესტების შემოტანა სურდა, თუმცა ამ საკითხის გატანა ვერ შეძლო" - გიორგი ვაშაძე

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანა სურდა, თუმცა ამ საკითხის გატანა ვერ შეძლო. ვაშაძე ასევე სწრაფი ტესტების ფეიკობაზე საუბრობს და თვლის, რომ სწრაფი ტესტი ვერ იქნება ფეიკი და არის სპეკულაცია, რადგან კომპანიებისთვის ეს ციხეს ნიშნავს

"პოლიტიკოსებს შორის პირველი ვიყავი,ვინც მთავრობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და შევაჩერე ხელისუფლების კრიტიკა, მაგრამ ახლა გაჩუმება დანაშაულის ტოლფასია. კატეგორიულად არ ვეთანხმები ფეიქ ტესტებზე საუბარს, ბევრი კომპანია ცდილობს კიარა ვინმემ რომ ფეიქ ტესტები გააკეთოს ეს მარტო ჩვენთან კიარ არის ასეთი რეჟიმები, კომპანიებისთვის ეს ნიშნავს ციხეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სპეკულაცია, ეს არის სამწუხაროდ იმ შეცდომის შედეგი, რომელიც დაუშვა საქართველომ თავიდანვე ამ პროცესში ბრძოლის კუთხით. ჩემი ინფორმაციით ტიკარაძეს სურდა სწრაფი ტესტების შემოტანა, თუმცა ამ საკითხის გატანა ვერ შეძლო. მე ვერ დავასახელებ სახელებს და გვარებს, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ტიკარაძეს სურდა არამხოლოდ სწრაფი ტესტების შემოტანა, არამედ პისიარ ტესტებიც. დაგვიანებული არის, მაგრამ გადაუდებელია ამ ტესტების შემოტანა. როგორც ვიცი ხელისუფლებამ ერთი დღით გამდოწია სწრაფი ტესტების შემოტანა, მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაჩუქარი 1000 ტესტის, რომელიც ჩინეთმა ორი კვირის წინ აჩუქა. სამწუხაროდ ევროპის ბევრმა ქვეყანამ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა კორონა ვირუსთან ბრძოლაში, რომელსაც მონაცემები გვაჩვენებს. ჩვენ უფრო არასწორი გზით წავედით, ერთიანი ძალისხმევით ეს არასწორი ნაბიჯები სწორ კალაპოტს უნდა დავუბრუნოთ"- გიორგი ვაშაძე

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა