თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობა დისტანციურ რეჟიმში განიხილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა.
პროცესის მონაწილე მხარეები, მათ შორის ბრალდებულები შუამდგომლობის განხილვაში დისტანციურად მონაწილეობდნენ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასამართლო სისტემა ეტაპობრივად საქმეთა განხილვის დისტანციურ რეჟიმზე გადადის და შემჭიდროებული ვადების მქონე საქმეებს მაქსიმალურად დისტანციურად განიხილავს.

აღნიშნული სერვისით სასამართლო უზრუნველყოფს პროცესის მონაწილე მხარეთა ჯანმრთელობის დაცვას და ამავდროულად, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა