თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

"ბიძინა ივანიშვილი "ყოველდღე ხარჯავს ყურადღებას", რომ ქვეყანამ ნაკლები ზიანი მიიღოს " - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე , არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ყოველღიურად "ყურადღებასა და ძალისხმევას ხარჯავს", რომ ქვეყანამ კორონავირუსთან ბრძოლისას ნაკლები ზიანი მიიღოს. .

თალაკვაძემ სიტვებით უპასუხა მათ, ვინც "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს აკრიტიკებს იმის გამო, რომ კორონავირუსის საკითხზე არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია.

"ახლა არ არის ამის დრო, მაგრამ აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეთ იმ ადამიანებსაც, ვინც ასეთ სასოწარკვეთილ განცხადებებს აკეთებენ: სად არის ახლა ბიძინა ივანიშვილი. ეს ხალხი არიან პოლიტიკური ფარისევლები და ეს ზუსტად ის ხალხია, რომელიც რამდენიმე წლის წინ და ამ წლების განმავლობაში ამბოდნენ, რატომ არის ივანიშვილი ჩართული პოლიტიკაში და საუბრობდნენ ე.წ. არაფორმალურ მმართველობაზე", - განაცხადა თალაკვაძემ იმედის ეთერში და დაამატა, რომ ივანიშვილი ლეგიტიმურად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა