თეგებით ძიება
24. 03. 2020 News-ები

COVID 19: ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულთაგან 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მდგომარეობის სიმძიმის მიზეზად ასაკს და თანარსებულ დაავადებს ასახელებს.

“ჩვენს ცენტრში 3 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა სიმძიმის განმაპირობებელი არის გარკვეულწილად ხანდაზმულობის ასაკი და თანარსებული დაავადებებიც განსხვავებულია - ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება დამამძიმებელი ფაქტორი, მეორესთან დამამძიმებელი ფაქტორია შაქრიანი დიაბეტი და მესამესთან დამამძიმებელი ფაქტორი არის მძიმე ნერვოლოგიური დაავადება. სამივე პაციენტთან არის პნევმონია სხვადასხვა სიმძიმით.

განსაკუთრებით მძიმე არის ორ პაციენტში პნევმონია, მესამესი არ არის სიტუაციასთან შედარებით მძიმე. გუშინდელთან შედარებით განსაკუთრებული პროგრესირება არ შეინიშება. ამ პაციენტებთან სტაბილიზაცია ჯერ მიღებული არ გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებული მძიმე პროგრესი არ არის, რაც დამამშვიდებელ ფაქტორად შეიძლება გვევლინებოდეს, რომ ამ სიტუაციაში კარგად დაგვიმთავრდეს”, - განაცხადა ეზუგბაიამ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა