თეგებით ძიება
24. 03. 2020 News-ები

მარნეულში COVID 19-ით დაინფიცირებული ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

მარნეულიდან კორონავირუსის დიფნოზით თბილისში გადმოყანილი ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის ამ დრომდე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება.
კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ ამ დროისთვის მათთან კორონავირუსით ინფიცირებულ 6 პაციენტს მკურნალობენ. შუახნის ქალის გარდა, ხუთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ამ ეტაპზე კლინიკაში არის 60 პაციენტი. ჩვენი კლინიკა ყოველწუთიერად იღებს პაციენტებს, გუშინ მივიღეთ 18 საეჭვო შემთხვევა. გაგზავნილია ლუგარში ტესტები და ველოდებით.

იცით, რომ გვყავს 6 ინფიცირებული პაციენტი COVID-ით, აქედან ერთის მდგომარეობა არის კრიტიკული, ხუთის მდგომარეობა არის სტაბილური.

მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი, რომელიც არის მარნეულიდან, 62 წლის, მისი მდგომარეობა არის დინამიკით ცვლილების გარეშე, ანუ ვინარჩუნებთ მხოლოდ და მხოლოდ ვიტალურ პარამეტრებს," - აცხადებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა