თეგებით ძიება
24. 03. 2020 News-ები

სამხედროებმა ესპანეთში მედპერსონალისგან მიტოვებულ თავშესაფარში გარდაცვლილი მოხუცები აღმოაჩინეს

ესპანელმა სამხედროებმა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად იბრძვიან, მოხუცთა თავშესაფარში საკუთარ საწოლში მიტოვებული ასაკოვანი ადამიანების ცხედრები აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით მედპერსონალმა თავშესაფარი კოვიდ 19-ის ინფიცირების გავრცელების გამო მიატოვა, რის შემდეგაც ასაკოვან ადამიანებს მარტო დარჩენა მოუხდათ. ამის შესახებ BBC თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება.

გარდაცვლილი მოხუცები მორგში მუნიციპალური დამკრძალავი სერვისის სპეც-ჯგუფებმა უნდა გადაიყვანონ, რასაც 24 საათი დასჭირდება.

გავრცელდა ინფორმაცია აგრეთვე იმის შესახებ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მადრიდში არსებულ ყინულის მოედანს გამოიყენებენ დროებით მორგად კოვიდ 19-ით გარდაცვლილთათვის, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი დამკრძალავი ბიუროები მოახდენენ მათ გადაყვანას და დასაფლავების ორგანიზებას.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრს ამ დროისთვის ევროპა წარმოადგენს. ესპანეთში დაღუპულთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით 2316 ადამიანს შეადგენს. ინფიცირებულთა რიცხვი კი 35 212-ია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა