თეგებით ძიება
24. 03. 2020 News-ები

ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, ქართველი კინემატოგრაფების ფილმები ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომი გახდება

ქვეყანაში შექმინილი ვითარებიდან გამომდინარე, ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, ქართველი კინემატოგრაფების ფილმები ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომი გახდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. კინოცენტრის ინფორმაციით, შემდეგი რეჟისორების: \'\'ლევან კოღუაშვილის, ლევან თუთბერიძის, ნანა ჯანელიძის, ნუცა ალექსი-მესხიშვილის, გიგა ბაინდურაშვილის, ვახო ვარაზის და ლაშა ოთხმეზურის ფილმების ნახვა ონლაინ, პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა რეჟისრობემა გიორგი თავართქილაძემ და გიგა ლიკლიკაძემ თავიანთი ფილმები, “ცუდი ხალხი” და “ღორი” ხელმისაწვდომი გახადეს ინტერნეტ სივრცეში\'\'.- ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

ხოლო პირველი ონლაინ პრემიერა 25 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება. კინოცენტრის განცხადებით ისინი განაგრძობენ მუშაობას რათა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობისას მეტი ფილმის ნახვა გახდეს შესაძლებელი.

ეროვნული კინოცენტრი, ინფორმაციას ფილმების განრიგის ონლიან ჩვენებაზე, საკუთარ სოციალურ გვერდზე განათვასებს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა