თეგებით ძიება
24. 03. 2020 News-ები

გერმანიამ კორონავირუსით დაავადებული იტალიელები მიიღო და კლინიკაში განათავსა

გერმანიამ იტალიიდან კორონავირუსით დაინფიცირებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები მიიღო. ქალაქ ლაიფციგის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა იტალიის თავდაცვის ძალების თვითმფრინავი, რომელმაც გერმანიაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულები ჩაიყვანა. მერკელის მთავრობას იტალიელებმა დახმარება რამდენიმე დღის წინ სთხოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 8 მძიმედ დაავადებული პაციენტი იქნა ჩაყვანილი გერმანიაში. საქსონიის ფედერალური მიწის პრეზიდენტის, მიხაელ კრემჩერის თქმით, აღსანიშნავია და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გერმანიას აქვს რესურსი სხვების დახმარებისთვისაც.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გერმანიაში ამ დროისთვის 30 081-ს , ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი ევროპის სხვა დიდ სახელმწიფოებთან შედარებით ძალზე მინიმალურია და ამჟამად 130 ფატალურ შემთხვევას მოიცავს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა