თეგებით ძიება
24. 03. 2020 News-ები

პანიკა მარნეულში - კორონავირუსით ინფიცირებული ქალის 4 ახლობელს კორონავირიუსი დაუდასტურდა

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ოთხ ახლობელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ფაქტმა ადგილზე პანიკა გამოიწვია, რადგან ცნობილია, რომ ქალს 100 მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.
ფაქტი, რომ მარნეულიდან 4 ადამიანია თბილისში გადმოყვანილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დაადასტურა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 6 შემთხვევიდან 4 მარნეულელი პაციენტის ოჯახის წევრია.
"არცერთი არ არის ახალი კლასტერიდან. ოთხი ადამიანი არის მარნეულიდან. იმ ქალბატონის ოჯახის წევრები, რომელიც არის ამჟამად ჰოსპიტალიზირებული თბილისში. არიან ახლო და მჭიდრო კონტაქტები", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
რაც შეეხება, იმ საავადმყოფოს პაციენტებსა და პერსონალს, სადაც ქალი თავდაპირველად კკურნალობდა, იმნაძის ტქმით, მათი პასუხი უარყოფითია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა