თეგებით ძიება
24. 03. 2020 News-ები

კორონავირუსის გავრცელების პიკი შესაძლოა, არც გვქონდეს - თამარ გაბუნია

კორონავირუსის საფრთხე საქართველოში და ინფექციის გაბრცელების პიკი - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ შესაძლოა, პიკი საერთოდ არც მივიღოთ.

გაბუნია აცხადებს, რომ ძალიან მნიძვნელოვანია სოციალური დისტანცირება და სხვა მნიშვნელოვვანი ღონისძიებები.

„რაც შეეხება იმას, თუ როდის ველოდებით პიკს, სხვადასხვა მოდელი ამბობს, რომ თუ არაფერს გავაკეთებთ, პიკი მოსალოდნელია პირველი შემთხვევის გამოვლენიდან მეშვიდე-მერვე კვირაში. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არის ძალიან აქტიური სოციალური დისტანცირება, მთელი რიგი ღონიძიებები, ამიტომ მეშვიდე-მერვე კვირის პიკი, დიდი ალბათობით, გადავადდება და შესაძლოა, არც არასოდეს მივიღოთ ეს პიკი. ჩვენი მიზანიც ეს არის, იყოს ეტაპობრივი, თანმიმდევრული მატება. საუკეთესო სცენარი არის, რომ შემთხვევის მატება და გამოვლენა იყოს ეტაპობრივი“ ,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 67 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ორი ავსტრიელია, რომლებიც სპეცრეისით სამშობლოში უკვე დააბრუნეს. საქართველოს 65 ინფიცირებული მოქალაქიდან კი 9 გამოჯანმრთელებულია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა