თეგებით ძიება
24. 03. 2020 News-ები

რუსი ეპისკოპოსის საცხოვრებელში ნარკოტიკების დამამზადებელი ლაბორატორია აღმოაჩინეს - რუსული მედია

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პატრიარქმა კირილემ 20 მარტს ჩერეპოვეცკის ეპისკოპოსი და ბელოზერსკის ფლავიანი ეპარქიის მმართველობიდან გადააყენა და პავლო-ობნორსკის მონასტერში გააგზავნა. ასეთი ქმედებები შეიძლება აღსრულდეს მხოლოდ სინოდის კრებაზე, ხოლო წერილობითი განკარგულება უნდა გადაეცეს განთავისუფლებულ ეპისკოპოსს.

რუსული საინფორმაციო პორტალის, CREDO.PRESS-ის თქმით, 22 მარტს აფანასიევო-ფეოდისიის კათედრალურ ეკლესიაში ლიტურგია შეასრულა მიტროპოლიტმა ვოლოგოდსკიმ , ხოლო ეპისკოპოსი ფლავიანს ღვთისმსახურების რიტუალი და წირვა-ლოცვა არ აღუსრულებია.

როგორც ჟურნალისტებს განუცხადეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, 44 წლის ეპისკოპოსის საცხოვრებელ ბინაში სამძებრო სამუშაოების ჩატარების შედეგად აღმოაჩინეს არა მარტო ნარკოტიკული ნივთიერებები, არამედ სინთეთიკური ნარკოტიკების მისაღებად საჭირო ლაბორატორიაც კი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული პოლიციის მიერ. სასულიერო პირი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა