თეგებით ძიება
24. 03. 2020 News-ები

ნუ ელოდება მოსახლეობა, რომ გავარდება და გაიკეთებს ტესტს - აკაკი ზოიძე

"კურაციოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მკვლევარი აკაკი ზოიძე სწრაფო ტესტების შესახებ საუბრობს მისი თქმით, "ნუ ელოდება მოსახლეობა, რომ გავარდება და გაიკეთებს ტესტს".
"ჯერ ერთი, არ სჭირდება, მეორეც - გითხარით გერმანიის მაგალითი, იქნება უბრალოდ წყალში გადაყრილი რესურსი, თუ ეს არ მოხდა დანიშნულების მიხდვით სიმპტომატურ პაციენტებში. ამასთან, მოგვცემს ყალბი თვითდაჯერების და იმედის საფუძველს, რომ მე არ მჭირს ვირუსი, ამ დროს შეიძლება სჭირდეს ვირუსი, ან კიდევ პირიქით, მისცემს ყალბ დადებით რეაქციას, მერე გაირკვევა, რომ არ აქვთ.

ასე რომ, ყველაზე დიდი საფრთხე რაც არის, თვითიზოლაცია ვისაც აქვს, ის ადამიანები, მე ვიცი, რომ პირველ რიგში ის ადამიანები შეეცდებიან ამ სიტუაციიდან გამოვიდნენ. აიღებენ ამ ტესტს და შეწყვეტენ თვითიზოლაციას დროზე ადრე,"- აცხადებს ზოიძე.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა