თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

მაქვს სერიოზული დაავადება და ამას ვერ ამჩნევენ გარშემომყოფები - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი სერიოზულ ავადმყოფობაზე პირველად საუბრობს.

"ჩემ ასაკში, 70 წელს გადაცილებული ვარ, სხვებისთვის არ არის საინტერესო, მაგრამ მაქვს სერიოზული დაავადება, როგორც ამ ასაკში ყველას და პრაქტიკულად ამას ვერ ამჩნევენ გარშემომყოფები, იმიტომ რომ დღეში 18-20 საათი ვმუშაობ"- თქვა მან POSTV-ის ეთერში.

შეასრულოს. თენგიზ ცერცვაძის თქმით მისი მშობლებიც ექიმები იყვნენ და მათივე რჩევით აირჩია პროფესიაც.

„შემდეგ ეს არ მინანია და მათი მადლობელი ვიყავი, რადგან ვნახე, რომ ადამიანის სიცოცხლე ეს არის ყველაზე ძვირფასი, რასაც შეიძლება შეეხო. ასე რომ, ადრენალინი დიდი დოზით არის ექიმის პროფესიაში, მით უმეტეს, თუ აქტიური ექიმი ხარ.

ვფიქრობ, განსაკუთრებით დიდია ეს ადრენალინი ჩვენ დარგში, ინფექციურ დაავადებათა დარგში, სადაც ხშირად გიხდება შეხება სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებთან.

ჩემ ასაკში, 70 წელს გადაცილებული ვარ, სხვებისთვის არ არის საინტერესო, მაგრამ მაქვს სერიოზული დაავადება, როგორც ამ ასაკში ყველას და პრაქტიკულად ამას ვერ ამჩნევენ გარშემომყოფები, იმიტომ რომ დღეში 18-20 საათი ვმუშაობ, მათ შორის, ძალიან მძიმე სიტუაციაში და ალბათ, ზევით ნახსენები მიზეზები იძლევა იმის ძალას, რომ ასე ვიყო“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა