თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

შეკერავს თუ არა ავთანდილი პირბადეებს - რას აცხადებს დიზაინერი

კორონავირუსის საფრთხე და მოთხოვნა პირბადეებზე - მსოფლიოში წამყვანმა მოდის სახლებმა და დიზაინერებმა პირბადეები და ხელთათმანები გამოუშვეს.

ქართველი დიზაინერი აცხადებს, რომ ის პირბადეების შეკერვას არ აპირებს, რადან ქირურგიული ნიღბებით ფულის კეთების იდეა არ მოსწონს.

"იყო ეს იდეა, მაგრამ საფრთხის გამო მკერავებს ვერ შევკრებ. თანაც ამ პერიოდში პირბადეებით ფულის გაკეთების იდეა არ მხიბლავს. არც მაქვს სპეცდანიშნულების სამედიცინო მასალები. ჩემთვის არ არის მისაღები კომერციული სარჩულით რაღაც ქსოვილისგან შეკერილი პირბადე.

თურქეთში, ორი თვის წინ საქმიანი ვიზიტით ვიყავი და რამდენიმე შეკვრა პირბადე და ხელთათმანი შევიძინე. ასე რომ, ინვესტიცია შემრჩა (იცინის). თუმცა ისეთ ხშირ გამოყენებაშია, რომ უკვე ამ საგანძურიდან ბევრი არაფერი შემრჩა - აცხადებს დიზაინერი "პრაიმტაიმთან"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა