თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

სასიხარულო ინფორმაცია ინფექციურიდან: კორონავირუსისგან მეათე პაციენტიც გამოჯანმრთელდა

კორონავირუსისგან კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მედიას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მიაწოდა.

როგორც ირკვევა, მეათე გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

„ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა. გუშინ მეათე პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ ჩვენს ცენტრში 42 დადასტურებული შემთხვევიდან უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობას 32 პაციენტი განაგრძობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ​73 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 10 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა