თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

კარანტინის მესამე დღე - ვითარება ბოლნისა და მარნეულში

COVID-19-ის ფაქტის დაფიქსირების შემდგომ მარნეული და ბოლნისი, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შედეგად მესამე დღეა სრულად იზოლირებულია.

ქალაქის შესასვლელში, სამეხდრო ძალა და საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული. ადგილზე ხდება თითოეული მოქალაქის შემოწმება, ტეპერატურის გასინჯვა და შემდგომ რთავენ უფლებას გადაადგილდნენ საკარანტინო ტერიტორიაზე.

ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც არსებული მდოგომარეობის მიუხედავად, შესვლის სურვილს მაინც გამოხატავენ, აფრთხილებენ რომ 2 კვირის განმვალობაში მარნეულის და ბოლნისის ტერიტორიებს ვერ დატოვებენ.

ქალაქის შესასვლელში სამხედრო ძალის მიერ ბეტონის ბარიერი განთავსდა, რათა მოხდეს დამატებითი ბარიერიების აღმართვა შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვისათვის.

ბარიერების იქით ადგილზე მოწყობილია სამედიცინო კარვები, სადაც შესაბამისი აღჭურვილობით ექიმები არიან მობილიზებულნი. აღსანიშნია რომ დღეს უკვე გაცილებით მეტი სამედიცინო პერსონალია ვიდრე აქამდე.

ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, პრევენციის მიზნით, გვიან ღამით, საკარანტინო სივრცეში ათამდე სადენზიფქეციო მანქანა შეიყვანეს.

უკვე რამდენიმე დღეა, მარნეულის მოსახლეობა მკაცრი საკარაინტინო რეჟიმის დაცვით ცხოვრობს, ადგილობრივების განცხადებით საკარაინტინო სივრცეში ყველაზე დიდი პრობლემა სამედიცინო პირბადების და შესაბამისი აღჭურვილობის დეფიციტია. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, სადენზიფექციო სამუშაობის გახშირებას მოითხოვს.

შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის რამდენიმე ფაქტი მარნეულელ ქალბატონსა და მის რამდენიმე ოჯახის წევრევს დაუფისქრიდა, შედეგად მარნეული და ბოლნისი პანდემიის გავრცელების ეპიცენტრად იქცა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა