თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

"ნიუ-იორკში ამჟამად 7000 სასუნთქი აპარატია, მაგრამ ჩვენ სულ ცოტა 30 000 მაინც გვჭირდება...კორონავირუსი ჩქაროსნული მატარებელივით სწრაფად ვრცელდება"- ნიუ-იორკის მერი

"ის რაც ახლა ჩვენს შტატში ხდება, უახლოეს მომავალში მოხდება კალიფორნიასა და ილინოისში"

ნიუ-იორკის გუბერნატორის, ენდრიუ კუომო-ს თქმით, კოვიდ 19-ის ვირუსის შტატში გავრცელების ტემპი უსწრაფესი მატარებლის მსგავსია. მისი თქმით, დაავადების გავრცელების პიკი ძალზე მაღალია და იმაზე ადრე დადგება, ვიდრე ისინი ფიქრობდნენ. კუომომ აღნიშნა, რომ ფედერალური მთავრობა საკმარისი რაოდენობის სამედიცინო აღჭურვილობით არ ამარაგებს შტატს, რათა გაუმკლავდნენ კრიზისს. ბოლო ინფორმაციით, ნიუ-იორკის შტატში დაავადების 25 000-ზე მეტი შემთხვევაა, რომელმაც სულ მცირე 210 ადამიანი მოკლა.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ აშშ ეპიცენტრის მესამე ყველაზე ძლიერ კერად იქცეს ვირუსის გავრცელების მხრივ.

„ჩვენ გვჭირდება ფედერალური მთავრობის დახმარება, და ეს აუცილებელია ახლავე. ნიუ-იორკი ახლა არის აირწინაღი ქვანახშირის მაღაროში- ის რაც ახლა ჩვენს შტატში ხდება, უახლოეს მომავალში მოხდება კალიფორნიასა და ილინოისში- ეს მხოლოდ დროის საკითხია“ - განაცხადა შტატის გუბერნატორმა.

კუომო აღნიშნავს, რომ შტატში, სადაც ამჟამად დაავადების 26 000-მდე უმძიმესი შემთხვევაა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მხოლოდ 400 სასუნთქი აპარატით მოამარაგა ნიუ-იორკის სამედიცინო პუნქტები- „ნიუ-იორკში ამჟამად 7000 სასუნთქი აპარატია, მაგრამ ჩვენ სულ ცოტა 30 000 მაინც გვჭირდება“.

გავრცელებული ინფორმაციით, შტატის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება კოლეჯის საცხოვრებლები გადააკეთოს დროებით საავადმყოფოებად, სადაც კოვიდ 19-ით დაავადებულებს განათავსებენ.

წყარო:newposts.ge





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა