თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

„საეჭვო შემთხვევა“ - მარნეულიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 დღის ახალშობილი შეიყვანეს

მარნეულიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 დღის ბავშვი შეიყვანეს. ჩვილის ნაცხი და სხვა ბიოლოგიური მასალა ლუგარის ცენტრში გადაიგზავნება, რომ ახალი კორონავირუსი გამოირიცხოს.
კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალშობილი ფასდება, როგორც „საეჭვო შემთხვევა“.

„გუშინ მარნეულიდან გადმოიყვანეს 9 დღის ახალშობილი, რომელიც მოთავსებულია როგორც საეჭვო შემთხვევა. მას აღენიშნება სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. ნაცხის ანალიზი იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“, - განაცხადა რატიანმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა