თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე, აშშ-ს სენატი და თეთრი სახლი შეთანხმდნენ ეკონომიკის გასამყარებლად $2 ტრილიონი დოლარის გამოყოფაზე

თეთრმა სახლი და სენატი კორონავირუსით მიერ გამოწვეული ძლიერი ეკონომიკური რეგრესის აღმოსაფხვრელად და სიტუაციის გასაკონტროლებლად 2 ტრილიონი დოლარის ინვესტირებაზე შეთანხმდა. აღნიშნული გადაწყვეტილების ფონზე, ფულადი რესურსებით მოხდება დამსაქმებელთა და დასაქმებულთა დახმარება, აგრეთვე დიდი ოდენობის თანხით დაფინანსდება ჯანდაცვის სისტემა.

„ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ. რამდენიმე დღიანი ინტენსიური განხილვების შემდეგ, სენატმა მხარი დაუჭირა ორპარტიულ დოკუმენტს, რომელიც ეხება პანდემიის ფონზე ისტორიული დახმარების პაკეტს“ - განაცხადა სენატის უმრავლესობის ხელმძღვანელმა, მიტჩ მაკკონელმა.

CNN-ის ინფორმაციით, 250 მილიარდ დოლარს გამოყოფენ ინდივიდუალური პირებისა და ოჯახების დასახმარებლად, 350 მილიარდი მცირე ბიზნესის სესხებისთვის, 250 მილიარდ დოლარს გამოყოფენ უმუშევართათვის დაზღვევის შეღავათის ფარგლებში, ხოლო 500 მილიარდი დოლარით მოხდება იმ კომპანიების დაფინანსება, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეული ძლიერი „ეკონომმიკური დარტყმის“ ფონზე სესხებისგან დაზარალდნენ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა