თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

"მარნეულსა და ბოლნისში მოსახლეობას ასეულობით მოხალისისგან და ექიმებისგან შემდგარი 40 ჯგუფი ამოწმებს"

პრემერის მრჩეველი ამბობს, რომ მარნეულსა და ბოლნისში პირველი დღის გაურკვევლობამ გაიარა და მოსახლეობა აბსოლუტურად მშვიდად არის.
სოხზარ სუბარის განცხადებით, მოსახლეობამ გააცნობიერა, რომ ყველაფერი მათი ჯანმრთელობისთვის კეთდება.
სუბარის თქმითვე, შექმნილია 40-ზე მეტი ჯგუფი მოხალისეებისგან და ექიმებისგან, რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებიც მოსახლეობას ამოწმებს.

„20 ათასი პაციენტი შემოწმდა, მათგან 25-ს ჰქონდა დაბალი სიცხე, ორი გადაიყვანეს კლინიკაში, ერთი უკვე გაიწერა კლინიკიდან და მეორეც სავარაუდოდ დღეს წავა სახლში, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებული სიმპტომები არ აქვს.

ქალბატონი, რომელიც გახდა წყარო დაავადების გავრცელების, მისი 90 კონტაქტიდან ნახევარი უკვე შემოწმებულია და მხოლოდ 4 კონტაქტს აღმოაჩნდა ვირუსი, დანარჩენებზე პასუხი არის უარყოფითი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა