თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

სახელმწიფოს კორონავირუსის ერთი სწრაფი ტესტის შეძენა $5.5 დოლარი უჯდება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის 215,000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ ჩინურ სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ერთი ცალი სწრაფი ტესტის ღირებულებაა $5.5 დოლარი, მთლიანად შესყიდვის ღირებულება კი ტრანსპორტირების საფასურის გარეშე, ჯამში $1,182,500 დოლარია.

ხელშეკრულების მიხედვით ტესტების შემოტანა 3-4 აპრილს უკვე უნდა დასრულდეს, მისი პირველი პარტიის გამოგზავნა კი 24 მარტს განხორციელდა.

დოკუმენტაციის მიხედვით, სწრაფი ტესტების შემოტანა რამდენიმე ეტაპად მოხდება, აქედან ყველაზე მეტ - 200,000 სწრაფ ტესტს კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology საქართველოში აპრილის დასაწყისში გამოაგზავნის.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა