თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

პაატა იმნაძე რისკჯგუფის სამედიცინო პერსონალზე: 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ ვერ დავრჩები სახლში, უნდა ვიმუშავო

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ მთავრობის კანცელარიაში კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა.

კითხვაზე, რა რეკომენდაციებს მისცემდა იმ კლინიკებს სადაც ასაკით რისკ ჯგუფში შედიან, იმნაძემ განაცხადა:

"მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ ვერ დავრჩები სახლში, მე უნდა ვიმუშავო".

"აქ ორგვარია მიდგომა. გავიხსენოთ, ჩინეთში პენსიონერი ექიმები დაბრუნდნენ სამსახურებში, რომ ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის. რეკომენდაცია ყველას ეხება ერთნაირად გინდა ექიმი იყოს, გინდა სხვა პროფესიის ადამიანი, რომ 65 წელზე მეტის ვინც არის, მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩეს და არ გამოვიდეს გარეთ", - განაცხადა იმნაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა